Georgisch Startseite

თქვენ გაქვთ უარყოფითი გადაწყვეტილება თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით და არ გყავთ იურიდიული წარმომადგენელი?

• ჩვენ ვართ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

• ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს თავშესაფრის შესახებ სამართალში.

• ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რომ ყველამ შეძლოს საკუთარი უფლებების გამოყენება.

• ჩვენ ვიძლევთ თქვენი თავშესაფრის გადაწყვეტილების შესახებ ჩვენეულ მოსაზრებას.

• ჩვენ თქვენს განკარგულებაში ჩავაყენებთ ახალ იურიდიულ წარმომადგენელს, თუკი გსურთ გაასაჩივროთ თქვენი თავშესაფრის შესახებ გადაწყვეტილება.

• ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად დაგინიშნავთ კონსულტაციისათვის შეხვედრას.

• საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მოვიწვევთ თარჯიმანს კონსულტაციის დროისათვის.

• ჩვენი მომსახურება უფასოა.

მნიშვნელოვანია: ჩვენი მომსახურება ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენმა იურიდიულმა წარმომადგენელმა უკვე დადო თქვენი მანდატი.  ჩვენ არ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დახმარება, სანამ არ მიიღებთ  პირველ უარყოფით გადაწყვეტილებას თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ფორმულარის გახსნა